სექსუალურ თემებზე საუბარი და სექსუალური განათლების მიღება აუცილებელია, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ჩვენში სექსუალური კულტურა ძალიან დაბალია, რაც ხშირად მრავალი პრობლემის მიზეზი ხდება.
ქალების სექსუალური პრობლემები ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე მამაკაცების. ქალები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ, რომ მათი გინეკოლოგიური და სხვა ორგანული დარღვევები, თუნდაც ნევროზული მდგომარეობა, შესაძლოა, სექსუალური პრობლემების გამო ჩამოყალიბდეს.