კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ. შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდაზღვევა მრავალწლიანი კულტურებისთვის 3-წლიანი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ თვის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 15 422-ს შეადგენს. დაზღვეულია 15 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება კი 140 მლნ ლარს აჭარბებს.