კორნავირუსის პანდემიის მიუხედავად საქართველოდან ცოცხალი თხების და ცხვერების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და ბოლო 3 წლის მაქსიმუმს მიაღწია. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნიდან 2 მილიონ 231 ათასი დოლარის წვრილფეხა საქონელი გავიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 317%-ით, 2018 წელთან კი 64%-ით მეტია.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე 618 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა გავიდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 162 ტონა, ექსპორტიდან შემოსავალმა კი 534 ათას 400 დოლარი შეადგინა.
ამასთან, სატსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე დიდი რაოდენობით ცოცხალი ცხვრები და თხები საუდის არაბეთში გავიდა - საერთო ექსპორტის 93% დანარჩენის ექსპორტი კი ყატარში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში საუდის არაბეთი მთლიან ექსპორტში მცირე წილით იყო წარმოდგენილი და ძირითადად ცოცხალი წვრილფეხა საქონელი ყატარში, ქუვეითსა და აზერბაიჯანში გადიოდა.