„ქართული განათლების სისტემა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კურსდამთავრებულების მომზადებას,“ - ამის შესახებ galt&taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.
ქართველ ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე მაღალია, მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა დასაქმებულების პროფესიებსა და დაკავებულ პოზიციებს შორის და მაღალია თვითდასაქმების დონე.
კერძოდ, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 15-დან 24 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ყოველი მეოთხე არც დასაქმებულია და არც სწავლობს; ახალგაზრდების უმუშევრობის ალბათობა 2-2.5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მათი მშობლების; უნარების დეფიციტი კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კვლევის თანახმად, დასაქმებულთა მხოლოდ 13% მუშაობს საკუთარი პროფესიით.