გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 196 პირის ბიოლოგიური მასალის "პისიარ“ ტესტირების შედეგად, კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. სოფელში დღის ბოლოს ელოდებიან ასევე იმ 25 პირის "პისიარ“ ტესტირების შედეგებს, რომლებიც გუშინ ყარაჯალარში დადასტურებული კოვიდინფიცირებულების ახლო კონტაქტები არიან. სოფელში, ეპიდემილოგებმა მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება ჩაატარეს, ჯამში „პისიარ“ ტესტირება 2400 პირს ჩაუტარდა.