ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში კომპანია „ალუტექ ჯორჯიას“ საწარმო გახსნა, რომელიც მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა.
საწარმოში 700,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და თავდაპირველად 15 ადამიანს დაასაქმებს, თუმცა გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.
ნათია თურნავა ახალი საწარმოს მუშაობას გაეცნო, რომელიც პროდუქციას, თავდაპირველად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. საწარმო გამოუშვებს ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის პროდუქციას გამოუშვებს.