გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს. არასრულწლოვანის მამა სასამართლოსთან სპეციალური მაისურით მივიდა, რომელზეც გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძეა გამოსახული და აქვს წარწერა „მაგ სიმართლით იარე". მის მაისურზე ასევე შაქარაშვილის ფოტოსურათია ასახული წარწერით - "შაქარას მკვლელებმა არ გაიხარონ".
ხომასურიძე განმარტავს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და ამ ყველაფერში გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მონაწილეობს. არასრულწლოვანის მამა აღნიშნავს, რომ მისი შვილი არ იყო იმ ადამიანებს, შორის რომლებიც მოწმეების ჩვენებების მიხედვით გიორგი შაქარაშვილს მისდევდნენ.