ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობაში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ერთ-ერთი თვითმხილველი, ზუკა აბაშიძე გამოიკითხა. მან პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვა. სწორედ აბაშიძემ მიიყვანა დაჭრილი თოფაძე საავადმყოფოში.
შემთხვევა თოფაძეების სახლში, 2 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. დაჭრას სამი პირი შეესწრო - ყველა მათგანი ლევან თოფაძის მეგობარი იყო.
უკვე გამოიკითხა დაზარალებულის ბაბუაც, ბიზნესმენი გოგი თოფაძე. მისი ინფორმაციით, პირი, რომელმაც მისი შვილიშვილი დაჭრა, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ლევანთან სახლში მყოფი ახალგაზრდა ქალის მიმართ.