ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის ქალაქ ჯალალაბადში მომხდარი შეტაკების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა.
„როიტერის“ ცნობით, გარდაცვლილებს შორის „ისლამური სახელმწიფოს“ 3 მებრძოლია, დანარჩენები კი მშვიდობიანი მოქალაქეები და უსაფრთხოების ძალების წევრები არიან.
ცნობისათვის, 2 აგვისტოს „ისლამური სახელმწიფოს“ 30-მდე მებრძოლმა ქალაქ ჯალალაბადში მდებარე ციხეზე თავდასხმა განხორციელა. თავდამსხმელებმა თავდაპირველად დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს, შემდეგ კი უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებები დილამდე გაგრძელდა. სამართალდამცავებმა შექმნილი ქაოსის დროს ციხიდან გაქცეული 1 000-მდე პატიმრის დაკავება შეძლეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პატიმარი რჩება ამ დროისთვის ძებნაში.