ვინ დაიკავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტს - უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს. არჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობს: მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე, ასევე პროფესორები გიორგი ბარამიძე და ცირა ბარამიძე.
არჩევნების პირველ ეტაპზე Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება, დღის მეორე ნახევარში კი აკადემიურმა საბჭომ კანდიდატებს კენჭი უნდა უყაროს.
ამ შემადგენლობით რექტორობის კანდიდატები ერთმანეთის კონკურენტები 2016 წელსაც იყვნენ.