ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებისას, ჯგუფებში, ბავშვების დასაშვები რაოდენობა განისაზღვრება.
კერძოდ, შესაძლოა, ჯგუფში, 5 კვადრატულ მეტრზე 1 ბავშვი დაუშვან. დეტალები პროტოკოლის სამუშაო ვერსიაში უკვე გაწერილი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის დაწყებას შეძლებენ.
როგორც "პალიტრანიუსს" შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განაცხადა, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაცია იმ რეგულაციებზე, რომელიც პროტოკოლში გაიწერება.
ამასთან, ქეთევან დარცმელიას თქმით, კიდევ ერთი რეკომენდაციებით, ბაგა- ბაღებში ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომელიც სადენზინფექციო ხსნარით დამუშავდება.