გოგი თოფაძის შვილიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე განიხილავს. პროცესი სასამართლოში17:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე ორი დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც. ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.