საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, დღეს ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც პოსტით ირკვევა პატრიარქს ყოფილი პრემიერი ციხეში გატარებულ წლებზე ესაუბრა.
„უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა“, - წერს ვანო მერაბიშვილი „ფეისბუქში“.