ჯანდაცვის სამინსიტრომ COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს რომ ბიზნესი დღეს დაშინებულია და საქართველოში ჯარიმების რაოდენობა დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალია. ალავერდაშვილის ინფორმაციით, სასტუმროების და რესტორნების მეპატრონეებს ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში 4 თვე მხოლოდ ვალის დაფარვისთვის მოუწევთ მუშაობა. ალავერდაშვილი საბანკო ვალდებულებების სირთულეებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საბანკო სექტორთან სესხების გადავადებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ბიზნესის დიდი ნაწილი სესხებით იყო შექმნილი და შესაბამისად მათ აქვთ ვალდებულება ბანკებთან. ალავერდაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბანკებმა ერთი წლით არ გადაავადეს სესხები, ბიზნესი კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.