წინანდალში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ერთდღიანი სემინარის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, ასევე, დასავლური ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებზე, რაც ხელს შეუწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.
„ევროპული არდადეგების“ ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სემინარების ციკლი ჩატარდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილმა 300-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის ზრდა აღნიშნულ პროცესებში და საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.