ბაჩანა ლობჟანიძემ, რომელიც თავს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, შესაძლოა, თავშესაფარი შვედეთს სთხოვს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და მას პრივატულ საუბრებში სწორედ შვედეთში წასვლა ურჩიეს.
ინტერვიუს სრული ვერსიის გაცნობა მაყურებლებს დღეს, 19:00 საათზე, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ შეეძლებათ.