თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები კოჯორში საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადიან. კურსის ფარგლებში, 15-დან 21 წლამდე ახალგაზრდები საბაზისო სალაშქრო - გადაადგილების, დაზვერვისა და შენიღბვის უნარ-ჩვევებს ითვისებენ. სასწავლო კურსი 10 შეხვედრას მოიცავს. კურსის ბოლოს, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ახალგაზრდები გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონს შეუერთდებიან. ახალგაზრდული ლეგიონის მიზანი კი მომავალი თაობის სამხედრო საქმით დაინტერესება და სამხედრო-პატრიოტული თემების პოპულარიზაციაა.