ახალი ელექტრომობილის Cadillac Lyriq-ის ფოტოები პირველად გავრცელდა. General Motors-ის ინფორმაციით, ავტომობილის წარმოება 2022 წელს დაიწყება და მისი ფასი 75 ათასი დოლარი იქნება.
ქროსოვერი Ultium-ის ელემენტებით აღიჭურვება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, 480 კმ მანძილი დაფაროს ერთჯერადი დამუხტვით. მთელი ინფორმაცია მისი მაღალი გარჩევადობის ეკრანზე აისახება. აქედან ინფორმაციის ნაწილი შესაძლოა, გამოისახოს საქარე მინაზეც. რაც შეეხება აუდიო სისტემას, მას 19 დინამიკი ექნება. ავტომობილს ექნება ავტომატური პარკირების სისტემა, რომელიც იმუშავებს იმ დროსაც, როცა მძღოლი საჭესთან იქნება და მის გარეშეც.
გაზეთ Detroit Free Press-ის ინფორმაციით, უკვე 2023 წლისთვის კომპანიას სამოდელო ხაზში უკვე 20 ელექტრომობილი ეყოლება.