ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში ადამიანის უფლებებს არღვევს. ლაიენი დარწმუნებულია, რომ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსი ხალხის უფლებების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. „დარწმუნებული ვარ, დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებისა და დემოკრატიის უფლებების მიმართ ჩვენს სრულ მხარდაჭერას გამხატავენ, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთა რგვერდზე.