2020 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 600 ათასი ტონით გაიზარდა.
კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ივლისში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 22 მილიონ 200 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 21 მილიონ 600 ათასი ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2019 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 60 მილიონ 600 ათასი მგზავრით შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ 7 თვეში 154 მილიონ 800 ათასი მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2019 წლის იანვარ-ივლისში კი ეს ციფრი 215 მილიონ 400 ათასი იყო.
2020 წლის იანვარ-ივლისში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 700 ათასი ტონით გაიზარდა და 10 მილიონ 100 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 9 მილიონ 400 ათასი ტონა იყო.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 39 ათას 978 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, იანვარ-ივლისში 300 ათას 785 კონტეინერი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 340 ათას 763 კონტეინერი გადამუშავდა.