საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებული „თელასის“ 24.5%-იანი წილი "ბესტ ენერჯი გრუპმა" იყიდა. საჯარო აუქციონში დაინტერესება მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოხატა. აქციების წილი 32 მილიონ 380 ათას 383 ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი 10 მილიონ 511 ათასი დოლარი იყო.
„ბესტ ენერჯი გრუპი“, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მსხვილ ქართული ბიზნესჯგუფთან - „სიბიეს ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა. „სიბიეს ჯგუფის“ ჰოლდინგის ქვეშ არიან ისეთი მსხვილი კომპანიები როგორიცაა: „თბილისი ენერჯი“, „ვეონ-საქართველო“, „საქართველოს ეროვნული ლატარია“, „ჯიესენი“, „თბილისის მიკროავტობუსი“ „რკინიგზის ტელეკომი“ და სხვა. რეესტრის მიხედვით, „ბესთ ენერჯი გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ ხვიჩა მაქაცარიაა.
ცნობისათვის, “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს 75.11%-ს ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings-ი, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”.