გლობალზიაციის ეპოქას, რომელიც 1980 წლიდან დღემდე გრძელდება, „უწესრიგობის ეპოქა“ ჩაანაცვლებს. ამის ერთ-ერთი მოტივი კი იქნება ცივი ომი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ამის შესახებ ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელსაც Deutsche Bank-ი ავრცელებს.
ანგარიშის ავტორების აზრით, ახალი ეპოქის მახასიათებელ ნიშნად იქცევა შტატებისა და ჩინეთის ეკონომიკური ზრდა და მათ შორის დაძაბულობის შენარჩუნება, ასევე გლობალური ვალის ზრდა. ავტორების აზრით „უწესრიგობის ეპოქისთვის“ დამახასიათებელი იქნება ასევე ინფლაციის ზრდა, კლიმატის საკითხებით დაინტერესება, კონკურენციის გაზრდა თაობებს შორის და ახალი ტექნიკური რევოლუცია. ავტორების შეფასებით, ეს მდგომარეობა შენარჩუნდება ათწლეული და მეტხანს.