დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სამეცნიერო მრჩეველი პატრიკ ვოლანსი აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების გარეშე ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ქვეყანაში, ყოველდღიურად კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევის დაფიქსირებაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, გაიზრდება ფატალური შემთხვევების რაოდენობაც და შესაძლოა, ნოემბერში ყოველდღიურად 200 ადამიანი დაიღუპოს. როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ დროისთვის ეპიდემია ყოველ შვიდ დღეში დაახლოებით ორმაგდება და ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
ვოლანსის თქმით, აუცილებელია ეს მაჩვენებელი შეიცვალოს და ინფექცია ყოველ 7 დღეში არ ორმაგდებოდეს. შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 20 სექტემბერის კორონავირუსის 3 899 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 18 ადამიანი გარდაიცვალა.