გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ლევან დავითაშვილი, სოფელ ფშაველში, მევენახე მალხაზ პავლიაშვილს ესტუმრა და რთველში მიიღო მონაწილეობა.
პავლიაშვილებს საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებულ ვენახში, სხვადასხვა ჯიშის ყურძენი ბიომეთოდით მოჰყავს და ორგანულ ღვინოს აწარმოებს. მევენახემ 3 ტონა რქაწითელი უკვე ჩააბარა. ამჟამად კი, საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალს იღებს.
კახეთის რეგიონში რთველი პიკურ ფაზაშია. უწყებაში აცხადებენ, რომ ყურძნის ჩაბარება-გადამუშავების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
22 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 130 ათასი ტონა ყურძენი, აქედან, 96 ათასი ტონა რქაწითელია, 26 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.