„ევროპული საქართველო“ დღეიდან ხალხში ე.წ. ვალდებულებათა ბარათების დარიგებას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა ისინი ამ ფორმით მოქალაქეების წინაშე იღებენ ვალდებულებას რომ წინასაარჩევნოდ გაცემულ ყველა დაპირება შეასრულონ. მისი თქმით, პარტიის ახალგაზდრული ფრთა მოსახლეობაში ორ დოკუმენტს დაარიგებს რომელთაგან ერთი ვალდებულებათა ბარათი იქნება მეორე კი ხელშეკრულება ხალხსა და ევროპულ საქართველოს შორის.