ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა დამატებით წრეზე, რაც ცეკვას, კალათბურთს, ხელბურთს, მუსიკას ან სხვა აქტივობებს მოიცავს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ახალი რეკომენდაციები გავრცელდება.
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძე განმარტებით, სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი რეკომენდაციების თანახმად, სარეპეტიციო დრო 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
ამასთან, სარეპეტიციო სივრცეებში აუცილებელია ბუნებრივი ვენტილაცია. დამატებით წრეებზე, რაც მოიცავს ცეკვას, კალათბურთს, ხელბურთს, მუსიკას ან სხვას, აუცილებელია ინსტრუმენტების და სხვა საჭირო ნივთების ხშირი დეზინფექცია.