„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიჩნევენ, რომ პოლიტიკური ტემპერატურა წინაასაარჩევნოთ კიდევ უფრო აიწევს, რაც ნიშნავს იმას, რომ სექტემბერი-ოქტომბერი საარჩევნოდ კიდევ უფრო ცხელი იქნება. როგორც საიას თავმჯდმარე სულხან სალაძე აცხადებს, ყველა პარტიის ვალდებულებაა, რომ წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდეს.
მისი თქმით ძალადობრივი შემთხვევები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ან ხელის შეშლა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში, ყოველთვის აზიანებს თავად წინასაარჩევნო გარემოს და ძაბავს სიტუაციას.
როგორც ახალგაზრდა იურისტებში აცხადებენ ყველაზე დიდი ყურადღება და ისრები მიმართულია მმართველი პარტიის მიმართ, რადგანაც სწორე მმართველ პარტიას ხელეწიფება მაქსიმალურად შეუწყოს ხელი წინასაარჩევნო პროცესის სტაბილიზირება.