იტალიაში დეპუტატების რაოდენობა შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათი ცნობით, რეფერენდუმით გადაწყდა, რომ იტალიის პარლამენტის წევრების რაოდენობა მესამედზე მეტით შემცირდება.
BBC-ის ინფორმაციით, თითქმის 70%-მა ცვლილებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის წევრების რაოდენობა ქვედა პალატაში 634-იდან 400-მდე შემცირდება, ასევე, დეპუტატების რაოდენობა ნაკლები იქნება სენატშიც. ინიაციატივა მმართველი კოალიციის წევრმა, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ" წამოწია, რომლის მტკიცებითაც ეს ნაბიჯი ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.