სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 47 667- მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 938-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 42 676 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 4 053 პირს უტარდება.