კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96 მილიონ 363 ათასი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32 მილიონ 870 ათასი ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63 მილიონ 493 ათას ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 მილიონ 843 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა ზარალმა 71 მილიონ 858 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 30 მილიონ 976 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.
2020 წლის აგვისტოში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 399 მილიონ 955 ათასი ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 330 მილიონ 845 ათასი ლარი. აგვისტოში კომერციული ბანკების ხარჯებმა 293 მილიონ 344 ათასი ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953 მილიონ 635 ათასი ლარი შეადგინა. დღეს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.