ეროვნული ბანკი დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სებ-მა გაავრცელა. მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე ჯამში, 409 მილიონ 650 ათასი დოლარი გაყიდა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა წელს აუქციონზე გაყიდული თანხის მოცულობით 10-წლიანი რეკორდი მოსხნა. ამაზე მეტი დოლარი ეროვნულმა ბანკმა ბაზარს მხოლოდ 2010 წელს მიაწოდა, მაშინ სავალუტო აუქციონი 33-ჯერ გაიმართა და ჯამში 331 მილიონ 200 ათასი დოლარი გაიყიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელთან შედარებით, 2010 წელს სებ-ს დოლარი ბაზარზე მცირე რაოდენობით გამოჰქონდა. ყველაზე მინიმალური მოცულობის თანხა 2 მილიონი დოლარი იყო, მაქსიმალური კი 20 მილიონი. ხოლო წელს, მინიმალური იყო 20 მილიონი დოლარი, მაქსიმალური კი 40 მილიონი.