სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებს ეცნობა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე საკმაოდ მოცულობითია და მათ შესაბამისი პოზიცია თუ რეკომენდაცია უახლოეს პერიოდში ექნებათ. ლომჯარიას თქმით, აპარატი საქმესთან დაკავშირებულ 20 ტომს გაეცნო და დასკვნას უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.