ქართველი მსახიობი ია სუხიტაშვილი სან-სებასტიანის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდოს მფლობელი გახდა.
კინოფესტივალზე, ოქროს ნიჟარის ჯილდო ფილმმა "დასაწყისი" მოიპოვა, რომელშიც სუხიტაშვილი თამაშობს. საუკეთესო რეჟისორად კი დეა კულუმბეგაშვილი დასახელდა.
სან-სებასტიანის კინოფესტივალზე, საუკეთესო სცენარისთვის დეა კულუმბეგაშვილსა და რატი ონელს ჟიურის სპეციალური პრიზი, ვერცხლის ნიჟარა გადაეცა.