აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ტყუილი და დეზინფორმაციაა,“- განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგიაჰლიმ.
შეგახსენებთ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა წუხელ განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, ჩამოგდებულია აზერბაიჯანული „ან-2“ ტიპის თვითმფრინავი.