თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი სახანძრო-სამაშველო ძალების მიერ სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ხის მასალების სასაწყობე ფართი და რამდენიმე მაღაზია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე იყო, თუმცა დროული რეაგირების შედეგად ხანძრის გავრცელების შეკავება მოხერხდა.