ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მან რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს აფხაზეღისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარები.
იენს სტოლტენბერგი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო და საპარლამენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.