პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ოქრუაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გამარჯვებული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: ოთარ შანიძე – ხულო-შუახევი-ქედა; იზა სურმანიძე – ბათუმი; გურამ ჩალაგაშვილი – ხაშური-ქარელი. ოქურაშვილის ინფორმაციით გურამ ჩალაგაშვილს ქარელისა და ხაშურის ოლქში ევროპული საქართველოც დაუჭერს მხარს. სანაცვლოდ კი გამარჯვებული საქართველო ევროპელების კანდიდატს დაეხმარება გურიაში.
„გამარჯვებულმა საქართველომ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვისაც.