მარნეულში მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატის დიანა მარტიაშვილის განცხადებით, დაპირისპირების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული აქცია, გახდა. მისივე თქმით, ამ დროისთვის მომხდარზე მხოლოდ ლაშა ქველაძე დაიკითხა და აღნიშნა, რომ ლაშა ქველაძე მამასთან ერთად იყო, როდესაც თავს 50-მდე ადამიანი დაესხა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
შეგახსენებთ მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.