პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეებს, რომელთა მშობლებმაც სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება არჩიეს, ონლაინ კლასები დაკომპლექტდება. სამინისტრო სკოლებს ონლაინ კლასების დაკომპლექტების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს.
ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, შესაძლებელია I-VI კლასებში შეიქმნას ონლაინ სწავლების კლასი რომელშიც გაერთიანდებიან დისტანციური ფორმით სწავლების მსურველი მოსწავლეები. რაც შეეხება პედაგოგების მიერ დამატებით ჩატარებულ საგაკვეთილო საათებს, განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, განათლების სამინისტრო დამატებით ჩატარებულ ყველა საათს დააფინანსებს. თუმცა, არსებობს დარეგისტრირების მეორე გზაც, მშობლებს პოროცესში თავად სკოლა ეხმარება. შეგახსენებთ თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება, ფოთსა და გორში კი სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდება. სწავლა დისტანციურად გაგრძელდება აჭარის რეგიონში.
ამასთან, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეების მშობლებს ექნებათ არჩევანის საშუალება, მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურ რეჟიმში გააგრძელონ, თუ საკლასო ოთახებიდან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ სკოლებს პანდემიის გამო შემუშავებული სპეციალური პროტოკოლით მოუწევთ მუშაობა.