I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ოფიციალურად ჩაერთო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი პროგრამის ფარგლებში მომზადებას 13 კვირის განმავლობაში გაივლის.
ქვედანაყოფს წვრთნები ასეულის და ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, ვაზიანის, ალგეთის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში ჩაუტარდება. სწავლებაში ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს დაეთმობა.