ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, პანდემიის გამო, საარჩევნო კაბინები ფარდის გარეშე იქნება. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობა მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი.