სამწუხაროდ, ამ ქვების სროლის ეტაპიდან ვერ გამოვედით. როგორც წესი, ეს ყველაფერი მიუთითებს ერთ რამეზე - „ქართული ოცნება“ თავს მყარად, მშვიდად, დამაჯერებლად ვერ გრძნობს, მის გამარჯვებაში არაა დარწმუნებული და ამ დროს იწყებს ქვების სროლას და ძალადობას, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, მარნეულში ძალადობის პრევენცია შეიძლებოდა, „ამას სჭირდებოდა სიძულვილის ენის მთლიანად აღმოფხვრა და დაუსჯელობის სინდრომის გაღვივების ხელის შეშლა“.