საფრანგეთის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 9 პირი დააკავეს საქმეზე, რომელიც პარიზის მახლობლად მასწავლებლისთვის თავის მოკვეთას ეხება. როგორც საერთაშორისო მედია წერს, 18 წლის თავდამსხმელი წარმოშობით ჩეჩენი იყო. იგი დაკავებისას გაწეული წინააღმდეგობის დროს პოლიციამ მოკლა. ამჟამად გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, თუ თანამზრახველებთან ერთად. დაკავებულთა შორის არიან თავდამსხმელის ნათესავბი და მოსავლეების მშობლები. შეგახსენებთ, პარიზის მახლობლად, კონფლან სენტ-ონორინის კომუნაში 16 ოქტომბერს, შუადღეს, მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა დაიყვირა : „ალაჰ აკბარ“. მსხვერპლი ადგილობრივი კოლეჯის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მკვლელობა "ისლამისტურ ტერაქტად" შეაფასა.