"საქართველოს ბანკი" - გუშინდელ მოვლენებში ჩართული ბანკის ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდაა - Palitra News

"საქართველოს ბანკი" - გუშინდელ მოვლენებში ჩართული ბანკის ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდაა

2020-10-22 10:38:37+04:00

"საქართველოს ბანკმა", ზუგდიდში, ბანკის ერთ-ერთ ფილიალში მომხდარი თავდასხმისა და ჩატარებული ოპერაციის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გუშინდელ მოვლენებში ჩართული ბანკის ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდაა.

"გუშინდელ მოვლენებში ჩართული ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. მადლობა გულშემატკივრობისთვის,"- ნათქვამია განცხადებაში.