აზერბაიჯანში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 პაციენტი გარდაიცვალა,- ინფორმაციას ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
აზერბაიჯანში, საერთო ჯამში, დაინფიცირების 51 149 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 41 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 688 კი - დაიღუპა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 8 768 - მდე აქტიური შემთხვევაა.