ბრალდებულ ივერი მელაშვილს დღეს მისი ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი მოინახულებს. ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლას გეგმავს.
როგორც მარიკაშვილი აცხადებს ივერი მელაშვილთან დაცვის სტრატეგიას შეათანხმებს. ადვოკატებმა ამავე საქმეზე კიდევ ერთი დაკავებული ნატალია ილიჩოვა გუშინ მოინახულეს.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.