ევროპელი ლიდერები საფრანგეთში ტერორისტულ თავდასხმებს გმობენ და საფრანგეთსა და ფრანგ ხალხს ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებენ.
„ჩვენ, ევროპელი ლიდერები, შოკირებული და დამწუხრებულები ვართ საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებით. უმკაცრესად ვგმობთ ამ თავდასხმებს, რომელიც ჩვენს საერთო ღირებულებებზე თავდასხმას ნიშნავს. ჩვენ ერთიან და მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთს, ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის მთავრობას ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში. მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს, საზოგადოებებსა და რელიგიებს შორის გაყოფის ნაცვლად, დიალოგისა და ურთიერთგაგების მისაღწევად იმუშაონ“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭო წევრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.