ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-სექტემბერში, პანდემიის პირობებში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად, შემცირდა ფართების მოცულობაც. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წელს გაცემულია 6 ათას 975 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,6 პროცენტით ნაკლებია.
"საქატატის“ ცნობით ნებართვების 76,7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52,8 პროცენტი თბილისზე, 10,2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7 პროცენტი - იმერეთის და 6,7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე ნაწილდება.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.