„დღეს ყოველი მეორე იპოთეკური სესხი, რასაც ბანკები გასცემენ, ანუ 50%-ზე მეტი სუბსიდირებულია,“ -ამის შესახებ ,,არსის“ გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გაზრდილია ზოგადად იპოთეკური სესხების მოცულობაც, რაც ბოლო 5-6 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებლების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ეკონომ და საშუალო კლასის ბინებზეა.
შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მთავრობამ 2020 წლის მაისში წარადგინა. კომერციულმა ბანკებმა კი სახელმწიფო პროგრამით სესხების გაცემა ივლისიდან დაიწყეს.