„კოკა-კოლა“ ამცირებს იმ ბრენდებს, რომელიც ადრე შეძენილი ჰქონდა სხვადასხა კომპანიისგან და არ გამოდგა ისეთი პოპულარული. ყოველ შემთხვევაში, ვერ მოიტანა ის შედეგები, რომელსაც ელოდნენ“, - ამის შესახებ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დაფუძნებელმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება თუ არა საქართველოს, ბიზნესმენი ამბობს, რომ არა. მისივე თქმით, „კოკა-კოლა“ ამ დროისთვის საქართველოში 60-მდე ბრენდითაა წარმოდგენილი.
ცნობისთვის, ამერიკული კორპორაცია „კოკა-კოლა“ საკუთარი ბრენდების განახევრებას აპირებს. კომპანიის ცნობით, მის პორტფელში მხოლოდ 200-მდე ბრენდი დარჩება. Coca-Cola განმარტავს, რომ აპირებენ კონცენტრირებას ისეთ ბრენდებზე, რომლებსაც განვითარების უფრო დიდი პოტენციალი აქვთ.